ჩემი ბლოგი
Monday, March 15, 2021
Tuesday, December 15, 2020
Thursday, June 29, 2017
Wednesday, June 28, 2017
,გაკვეთილის თემა
თურქ-სელჩუკები და საქართველო; დიდი თურქობა საქართველოში.
სწავლების საფეხური
მეთერთმეტე კლასი
მოსწავლეთა
პროფილი
კლასში არ არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები.
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
გაკვეთილი ხელს შეუწყობს ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას,ისტორიული წყაროების განხილვისა და პრობლემების გამოყოფის, მათი გაანალიზების უნარის გამომუშავებას; შედარება-შეპირისპირების, მსჯელობის,შეფასების, კვლევითი უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარებას;ისტ-ის გამოყენებას; დისკუსიის წარმართვის უნარის განვითარებას.
მოსწავლეები იმსჯელებენ შესასწავლი მასალის ირგვლივ, განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, ისარგებლებენ ინტერნეტრესურსებით.
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
ანალიზის,სინთეზისა და შეფასების,მსჯელობის,ისტ-ის გამოყენებისა და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლე აანალიზებს ბიზანტიის თურქ-სელჩუკებთან მარცხის მნიშვნელობას საქართველოსთვის; მოსწავლე აანალიზებს თურქ-სელჩუკთა პოლიტიკას საქართველოში; აფასებს გიორგი II პოლიტიკას; აფასებს,,დიდი თურქობის“ შედეგებს.
ისტ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია რესურსებისა და ეკონომიკის ურთიერთზეგავლენის ანალიზი.
.მსჯელობს,თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი და ანთროპოგენური ცვლილებები ეკონომიკურ განვითარებაზე.
ისტ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
.ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
.ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოყოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
ისტ.XI.7.მოსწავლეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი.
.საკლასო დისკუსიისას მსჯელობს,,თუ რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ქართველი ხალხის ხელოვნებასა და ყოფაზე; ავლებს პარალელებს სხვა რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანასთან;
.მსჯელობს და ასახელებს ისტორიულ მაგალითებს, როცა ამა თუ იმ ხალხის კულტურამ პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ სინამდვილეზე.
წინასწარი ცოდნა
იცნობენ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს,ინფორმაციის შეფასების, პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის, დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებს.შეუძლიათ ისტ-ის საძიებო სისტემის გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად.
შეფასების საგანი და პროცედურები
შევაფასებ ინდივიდუალურ მუშაობას, პრეზენტაციას, დისკუსიაში მონაწილეობას. ამისთვის შევქმნი შეფასების რუბრიკებს და გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას. შევაფასებ დისკუსიაში ჩართულობის უნარ-ჩვევას დაკვირვებითა და ჩანიშვნებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
1.ნ.კიღურაძე, გ.სანიკიძე,ლ.გორდეზიანი,ლ.ფირცხალავა,რ.გაჩეჩილაძე,ნ.ასათიანი-----------სიტორია----მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო. 2.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო-,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. დამჭირდება კომპიუტერი,საძიებო სისტემა Google.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
ცნების რუკის გამოყენებით მოსწავლეები იხსენებენ რა იციან თურქ-სელჩუკების შესახებ.
ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან
დრო-5წუთი
აქტივობა2.გაკვეთილის თემის გაცნობა
მინი ლექცია -მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას და მის ირგვლივ შესასრულებელ სამუშაოს.
ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან
დრო-5წუთი
აქტივობა3.ტექსტის ანალიზი
მოსწავლეებს მივცემ ინდივიდუალურ დავალებას წაიკითხონ ტექსტი , განიხილონ წყაროები 1-5,გააკეთონ დასკვნები, იმუშაონ კლასში გაკვეთილის ტექსტის ბოლოს დასმულ კითხვებზე.
ორგანიზება-ინდივიდუალური მუშაობა.
დრო-15წუთი.
აქტივობა4.პრეზენტაცია
მოსწავლეები ინდივიდუალურად ახდენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას.კლასი აფასებს წარმოდგენილ პრეზენტაციებს. მართავენ დისკუსიას, სვამენ შეკითხვებს, მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნებს.
ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან
დრო-20წუთი.
საშინაო დავალება:შემდეგი გაკვეთილისთვის დაამუშაონ პარაგრაფის ტექსტი; წყაროებზე დაყრდნობით დაწერონ თემა: ,,დიდი თურქობის ‘’ შედეგები საქართველოსთვის.
Monday, July 28, 2014
Friday, July 25, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ყველამ თავისი ნაშრომი წარმოადგინა.ძალიან საინტერესო იყო. მივიღეთ კოლეგებისგან შექებაც და შენიშვნებიც,რაც მნიშვნელოვანია პედაგოგის კარიერული ზრდისათვის.მადლობა intels პროექტისთვის.ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მართლაც გამოგვადგება პროექტების და გაკვეთილების დაგეგმვაში.
მერვე დღის რეფლექსია
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ გუგლ დრაივში შემდეგ კი ჩვენს ბლოგზე.დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო,მადლობა ქალბატონ ლალის.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ 6 მოდელზე.განვიხილეთ დაწვრილებით როგორ ვიმუშავოთ მოსწავლეებთან მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.ვიმუშავე ასევე შაბლონის გეგმაზე დავამატე შეფასების ცხრილი.საინტერესო იყო!
Friday, July 18, 2014
Thursday, July 17, 2014
Friday, July 4, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია.
ბლოგზე ავტვირთე პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.მოვინახულე კოლეგების ნამუშევრები და გავაკეთე კომენტარი.დღეს დავასრულეთ 2 მოდულის შესწავლა.დღე ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)